„ქართულ ოცნებას“ პარტნიორები აღარ ენდობიან“, - ამის შესახებ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე დანიის მიერ საქართველოს სამხედრო დახმარების ოთხწლიანი პროგრამის შეჩერების კომენტირებისას განაცხადა.
ექსპერტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეაქციას მმართველი პარტიის პოლიტიკის შედეგს უკავშირებს.
„ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგი, რომ სამხედრო სფერო არის ყველაზე სენსიტიური, ყველაზე ყურადღებით აღქმადი სფერო, იმიტომ რომ ამ სფეროში ხდება მნიშვნელოვანი თანამშრომლობა და ეგ არის ნდობის ფაქტორი. ეს ნდობა აღარ არის. საბედნიეროდ, ეს არ ეხება ქართველ ხალხს, ეს ეხება ,,ქართულ ოცნებას“, მაგარმ გამომდინარე იქიდან, რომ საგარეო პოლიტიკაში ქართველ ხალხს წარმოადგენს ,,ქართული ოცნება“, ეს ჯოხი ჩვენზეც ტყდება.
უახლოეს მომავალში უნდა მოველოდეთ გაუარესებას, სამწუხროდ. იქნება, კიდე შეჩერებები, ბევრი საუბარია ვიზალიბერალიზაციის საერთოდ დროებით შეჩერებაზე, რაც ძალიან მძიმე შედეგი იქნება ქართული ოცნებისთის პოლიტიკის“, - ამბობს ექსპერტი.