გორში 45 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს

გორში 45 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს

21-02-2022, 17:40 - 2022
669
       

გორში 45 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ცნობით, დაჭრილი კაცი ავტომობილით კლინიკაში გადაჰყავდათ, რა დროსაც ისინი პოლიციამ გააჩერა და მათი თანხლებით ის კლინიკა „გორმედში“ მიიყვანეს.

„გორმედის“ კლინიკის ქირურგის, დავით გასიტაშვილის განცხადებით, მამაკაცს 15-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. მისი თქმით, პაციენტი აცხადებს, რომ თავს უცნობი პირები დაესხნენ. 

„შემოყვანილია 48 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები თავის, კისრის, ორივე ზედა კიდურის არეში, დაახლოებით 14-15 ჭრილობა აქვს მიღებული. შეყვანილ იქნა საოპერაციოში, ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები. გადაყვანილია პოსტოპერაციულ რეანიმაციულ განყოფილებაში“, - განაცხადა დავით გასიტაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები