ნიდერლანდები „რუსულ კანონზე“: არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს

ნიდერლანდები „რუსულ კანონზე“: არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს
18-04-2024, 22:01 - 2024
4 198

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზას“, - ასე ეხმაურება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანკე ბრუინს სლოტი საქართველოს პარლამენტის მიერ „რუსული კანონის“ პირველი მოსმენით დამტკიცებას.


„შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებით. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მნიშვნელოვან მუშაობას. ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზას“, - წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა