უხვი ნალექის გამო ჭიათურაში მოქმედი ოთხი მაღარო დროებით დაიხურა

უხვი ნალექის გამო ჭიათურაში მოქმედი ოთხი მაღარო დროებით დაიხურა
9-02-2024, 00:08 - 2024
1 284

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, ქვეყანაში გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების ფონზე შექმნილი რისკების გამო, ჭიათურაში მოქმედ ოთხ მაღაროს დროებით ხურავს. 


ამის შესახებ განცხადებას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს და აღნიშნავს, რომ წარმოქმნილ რისკებს მოწვეული გეოლოგები შეაფასებენ.

„ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესებამ სამთომოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა, რის გამოც კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა მიიღო გადაწყვეტილება, დროებით დახუროს ჭიათურაში მოქმედი ოთხი მაღარო. კერძოდ, უხვმა ნალექმა ე.წ ვაკე-ტყეების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპრალები წარმოშვა. ზემოთ აღნიშნული მოვლენების შედეგად წარმოქმნილ რისკებს სპეციალურად მოწვეული გეოლოგები შეაფასებენ. თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა. პროცესების შესწავლისა და უსაფრთხოების შესაძლო რისკებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიღებამდე სამუშაო პროცესი შეჩერდება“, - წერია განცხადებაში.


კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა