„ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩია.
ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს.
„ერთხმად დამტკიცებულია თავმჯდომარის პოსტზე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა. ვულოცავ ბატონ ირაკლის და მადლობას გადავუხდი 3-წლიანი მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას უდიდესი წარმატებები მოუტანა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ყრილობაზე.