ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 350-მდე გაიზარდა.
ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ჰამასის დარტყმების შემდეგ ისრაელის საპასუხო შეტევას, სულ მცირე, 256 პალესტინელი ემსხვერპლა და დაშავდა 1 788 პირი.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, „ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი დაატყვევეს და ღაზას სექტორში გადაიყვანეს. მათი რაოდენობა უცნობია.
ცნობისთვის, გუშინ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო და მას ოპერაცია „ალ-აკსას შტორმი“ უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია „რკინის ხმლების“ დაწყება გამოაცხადა.