„ოლექსი რეზნიკოვმა სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გაიარა. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან. სამინისტროს რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. უკრაინის უმაღლესი რადა კარგად იცნობს ამ ადამიანს და ბატონ უმეროვს დამატებითი შესავალი არ სჭირდება. ველოდები, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ კანდიდატურას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.