ღარიბაშვილი: უკრაინაში ომის დაწყების მიზეზი NATO-ში გაწევრიანების სურვილი იყო

ღარიბაშვილი: უკრაინაში ომის დაწყების მიზეზი NATO-ში გაწევრიანების სურვილი იყო
30-05-2023, 11:42 - 2023
287

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების სურვილ იყო. 


ამ თემაზე მან ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ილაპარაკა.

ჟურნალისტმა ღარიბაშვილს ჰკითხა, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინასთან ომი 2022 წელს, რაზეც ღარიბაშვილმა თავდაპირველად პასუხი არ გასცა და თქვა, რომ მიზეზი ყველამ იცოდა. 

განმეორებითი შეკითხვის შემდეგ კი, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად NATO-ს გაფართოების პოლიტიკა დაასახელა.

„მიზეზი მე მგონი ყველამ იცის, დარბაზმაც იცის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება, ხომ ასეა?  და ბევრი სხვა მიზეზი. არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, - უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას.



კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა