ბათუმში, „ჰილტონის“ მიმდებარედ, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნებისგან“ ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე კითხვებზე პასუხს ითხოვდა, დაპირისპირება დაკავებით დასრულდა.
ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა 6 ოპოზიციონერი დეპუტატი დააკავეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დაკავებულები არიან სსკ-ის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
გარდა ამისა, „ჰილტონში“ შეხვედრის დასრულებას ელოდებოდა ნუგზარ ფუტკარაძის და, ნაზი ფუტკარაძე. მას კითხვები ჰქონდა ირაკლი კობახიძესთან. ნაზი ფუტაკარაძეს პოლიციელებმა შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.