„ქართული ოცნების“ წევრებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ბათუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ქალთა ორგანიზაციასთან დაკავშირებით „ჰილტონში“ შეხვედრას მართავს, პარალელურად კი აქცია მიმდინარეობს.
ოპოზიცია ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის გამოძიებას მოითხოვს. ადგილზე იმყოფება გარდაცვლილი დეპუტატის და, ნაზი ფუტკარაძე.
„რატომ მოკლეს ნუგზარი? რატომ არ მიდის ობიექტური გამოძიება? უკვე გამოკვეთილი პირები ნავარდობენ ქუჩაში, ჩემი ძმა მიწაშია და საკრებულო კრიზისშია. რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება, რატომ არ სჯიან დამნაშავეებს? ირაკლი კობახიძეა წყარო ამ ყველაფრის“, - განაცხადა ნაზი ფუტკარაძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ცოტა ხნის წინ დააკავეს 2 დეპუტატი.