2016-2019 წლებში საქართველოში რუსეთის სამთავრობო ბოინგი 737, სერიოული ნომრით - 36 493 7-ჯერ დაეშვა და იმავე დღის ბოლოს უკან გაბრუნდა.
ინფორმაციას ტელეკომპანია „პირველი“ ავრცელებს.
რუსული ბოინგი 6-ჯერ თბილისში, ხოლო ერთხელ ბათუმში დაეშვა.
სამთავრობო თვითმფრინავის 7-ვე შესრულებული რეისი საქართველოში მიმდიმარე მნიშნელოვან მოვლენებს ემთხვევა.
1. 2016 წლის 12 ივლისი, ბათუმის აეროპორტში ეშვება ბოინგ 737, სერიული ნომრით P4-AFK. ბაზაში თვიმფრინავის მფლობელი რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის კომპანიას ეკუთვნის. რამდენიმე დღეში საჯარო სივრცეში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაიშალა 2012 წლის გამარჯვებული ალიანსიც - ივანიშვილის გუნდს ალასანიას პარტია და „რესპუბლიკელები“ ჩამოშორდნენ.
2. 2017 წლის 3 ნოემბერი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისევ იგივე თვითმფრინავი ეშვება. რეისი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების პირველ და მეორე ტურების შუალედში განხორციელდა.
3. 2018 წლის 21 მარტი, თბილისის აეროპორტი და ისევ იგივე ბოინგი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია, რომელიც ანაკლიაში ახალ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს. რეისის შესრულებიდან ერთ თვეში, 26 აპრილს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება და კვირიკაშვილი თანამდებობას ტოვებს.
4. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. თბილისის აეროპორტში რუსული სამთავრობო ბოინგი ეშვება.
საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტია დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უჭერდა მხარს, რომელმაც პირველივე ტურში გამარჯვება ვერ მოახერხა. მეორე ტურში კი მმართველი პარტიის ყველა ლიდერი საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.
ყველა განხორციელებული რეისის შემდეგ პოლიტიკაში ბრუნდებოდა ან საჯაროდ ჩნდებოდა ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი.