სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინამ განახორციელა

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინამ განახორციელა
26-04-2023, 00:55 - 2023
322

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინამ განახორციელა.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მათ კონფლიქტის ზონიდან საქართველოს, პერუსა და უკრაინის მოქალაქეები, ჯამში 138 ადამიანი გამოიყვანეს. მათ შორის 35 ქალი და 12 ბავშვი. 

უწყების ცნობით, ყველა ევაკუირებული უსაფრთხო ადგილას, ეგვიპტეში იმყოფება. ისინი მომარაგებულები არიან სამედიცინო ნივთებით, საჭმლითა და წყლით. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ სუდანიდან საქართველოს მოქალაქეებს ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა. სამინისტროს განცხადებაში ნახსენები არ იყო უკრაინული მხარის ჩართულობა ოპერაციაში. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა