ორხევში თბილისის მერიამ 7 ოჯახი სახლის გარეშე დატოვა - სამმა ოჯახმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა

ორხევში თბილისის მერიამ 7 ოჯახი სახლის გარეშე დატოვა - სამმა ოჯახმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა
28-01-2022, 23:28 - 2022
512

თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ გუშინ 7 ოჯახი ქუჩაში დატოვა და ადგილობრივების საცხოვრებელი სპეცტექნიკის დახმარებით მიწასთან გაასწორა.

შენობების ნგრევის შემდეგ, ორხევის დასახლებაში სამმა ოჯახმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა.

სოციალურად დაუცველების თქმით, მერიას ფართის დაკანონების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს და წინასაარჩევნოდ მიწის დაკანონების დაპირებაც მიიღეს, თუმცა ეს დაპირება არ შესრულდა.

უსახლკაროდ დარჩენილები განმარტებებს მერიისგან ამ დრომდე ელოდებიან.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა