ავარიის შედეგად 25 ტონა ბიტუმი დაიღვარა

ავარიის შედეგად 25 ტონა ბიტუმი დაიღვარა

18-02-2022, 17:17 - 2022
759
       

ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სატვირთო მანქანას ბიტუმი (გუდრონი) აზერბაიჯანიდან თურქეთში გადაჰქონდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო გადაბრუნდა.

შემთხვევის შედეგად 25 ტონა ბიტუმი გზაზე, ნაწილი კი მტკვარში ჩაიღვარა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მდინარიდან სინჯები უკვე აიღეს.

„ტრაილერი გადაბრუნდა, მძღოლი არ დაშავებულა, გაფორმდა ადმინისტრაციულად. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით დაეწერა საჯარიმო ქვითარი“, - განაცხადა სამართალდამცველმა. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები