გორში ადგილობრივები სამართალდამცველებს ბრალდებებს უყენებენ

გორში ადგილობრივები სამართალდამცველებს ბრალდებებს უყენებენ

29-01-2022, 01:19 - 2022
557
       

გორში ადგილობრივები აცხადებენ, რომ სამართალდამცველები ღამით არაფხიზელ მდგომარეობაში გადაადგილდებიან, მოქალაქეებს უმიზეზოდ აჩერებენ და აჯარიმებენ.

აღნიშნულის ამსახველი ვიდეო მასალა დაზარალებულმა თავად გადაიღო. ვიდეოში ჩანს, რომ მოქალაქე პოლიციელს მიუთითებს იმის თაობაზე, რომ ის ნასვამია. საპასუხოდ პოლიციელი ამბობს, რომ ეს მათი შეურაცხყოფაა და თუ კიდევ გაიმეორებს მსგავს ფრაზას, დააკავებენ.

„ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პატრულის თანამშრომელი აჯარიმებს მოქალაქეს იმის გამო, რომ პირბადე გარეთ არ უკეთია. გარეთ აქვს უფლება უპირბადოდ იაროს. დაგვიწერეს ჯარიმა, თვითონ ნასვამ მდგომარეობაში არიან. მე გეუბნებით, რომ ნასვამია, სუნი ამოსდის სასმლის. ნასვამია ხელმძღვანელი“, - მიმართა პოლიციას ადგილობრივმა.

დაზარალებული იოსებ აბაევი მედიასთან აცხადებს, რომ გენერალურ ინსპექციაში ორჯერ დარეკა და აცნობა, რომ სამართალდამცავები ქუჩებში ნასვამ მდგომარეობაში გადაადგილდებიან და კანონს არღვევდნენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები