მუნიციპალური ინსპექცია „პიერ ბათუმის“ დემონტაჟს ახორციელებენ

მუნიციპალური ინსპექცია „პიერ ბათუმის“ დემონტაჟს ახორციელებენ

18-02-2022, 13:10 - 2022
788
       

ბათუმის ბულვარში მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები „პიერ ბათუმის“ დემონტაჟს ახორციელებენ. 

ადგილზე ფართების მფლობელები იმყოფებიან და დემონტაჟს აპროტესტებენ. მათი თქმით, ისინი დემონტაჟის შესახებ არავის გაუფრთხილებია. 

გარდა ამისა, ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ისინი ამბობენ, რომ ე.წ. ჩინური კვარტლის მშენებლობა უკანონოდ მოხდა და თუ ბათუმის მერია უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის, მაშინ ისიც უნდა დაინგრეს.

ცნობისთვის, ბულვარში პლაჟი 2010 წელს თურქულ კომპანიას „ბატტუნს“ გრძელვადიანი იჯარით გადაეცა. კომპანიამ შენობა-ნაგებობა ადგილზე უკანონოდ ააშენა. სამართლებრივი დავა დემონტაჟთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები