კასპის საკრებულოში ხმაურია. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები საკრებულოს თავმჯდომარეს, შოთა ბეგლარიშვილს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაყალბებაში ადანაშაულებენ.
მმართველი პარტიის ყოფილი წევრები ბეგლარიშვილის გადადგომას მოითხოვენ. სხდომათა დარბაზში საკითხს ხმაური მოჰყვა. დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. რამდენიმე მოქალაქეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
„არ უნდათ საპირისპირო აზრის მოსმენა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს. ესენი არიან აგრესიულად განწყობილები, რომ როგორმე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები გაიყვანოს სხდომათა დარბაზიდან“, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
საკრებულოს თავმჯდომარე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.
„შეეკითხეთ იმათ, სიცრუეა ყველაფერი და მაგას ვლაპარაკობ. თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. დაგისახელოთ [ორი კურსელი] კი არა...“, - განაცხადა კასპის საკრებულოს თავმჯდომარემ.