საქართველოში მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალამალეიქთან მოხდა.
„დღეს, თბილისის დროით 10:34 საათზე, თბილისიდან 55 კმ_ში, სოფელ სალამალეიქთან, მოხდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.