„საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ სასტუმროები და რესტორნები „მწვანე პასპორტების“ გაუქმების მოთხოვნით გამოდიან.
მისი თქმით, იმ ფონზე როდესაც რესტორანში მისული ადამიანი ვალდებულია „მწვანე პასპორტი“ ჰქონდეს, იქ მომუშავე პერსონალს კი მსგავსი ვალდებულება არ გააჩნია, ე.წ მწვანე საშვის იდეა აზრს კარგავს და მხოლოდ ეკონომიკას აფერხებს.
„მწვანე პასპორტის იდეა, რომელიც არსებობს, არ არის განხორციელებული. ადამიანები, რომლებიც მიდიან რესტორანში სტუმრად, ისინი ვალდებული არიან აკმაყოფილებდნენ მწვანე პასპორტის იდეას, დამხვედრი არ არის ვალდებული აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს. რა ლოგიკა არის ეს? დღეს სწორი გადაწყვეტილება არის ყველა შეზღუდვის მოხსნა, იმიტომ, რომ არაფრის გამკეთებელი არ არის ეს შეზღუდვა“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.