IWPR წალენჯიხის მუნიციპალიტეტსა და ოპოზიციონერი მერის, გია ხარჩილავას შესახებ სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ წალენჯიხას უნიკალური ადგილი უკავია ქვეყნის პოლიტიკურ რუკაზე. ის ერთადერთია საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან, რომელშიც გასული წლის მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ გასული წლის შემოდგომით საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორი ტური დაძაბული პოლიტიკური ატმოსფეროს ფონზე ჩატარდა. 2020 წლის ოქტომბერში „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში გაიმარჯვა, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, გაყალბებული იყო, რის გამოც ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა.
„ქართული ოცნებასა “ და ოპოზიციას შორის 2021 წლის აპრილს შეთანხმება შედგა, რომლის შედეგადაც, ოპოზიციამ ბოიკოტზე უარი თქვა და დამტკიცდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა.
თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა წალენჯიხისა, გამარჯვება მოიპოვა. წალენჯიხაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გია ხარჩილავამ გაიმარჯვა.
ოპოზიციის მტკიცებით, არჩევნების პროცესი მოსყიდვის, შანტაჟისა და და გამჭვირვალობის ნაკლებობით მიმდინარეობდა.
„ჩვენ უნდა ავაშენოთ ცივილიზებული ქვეყანა, რომელშიც ოპოზიცია შეძლებს მოიგოს შემდეგი არჩევნები და მთლიანად ჩაანაცვლოს მმართველი პარტია. ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი კანონით, ქვეყნის განვითარება გარანტირებული უნდა იყოს კონსტიტუციით და ადგილობრივი თვითმმართველობის კანონით. ის არ შეიძლება იყოს დამოკიდებული ცენტრალურ ხელისუფლებასა და კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობაზე. ჩვენ უნდა შევქმნათ სამაგალითო მოდელი, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობა ცენტრსა და ოპოზიციის მიერ მართულ მუნიციპალიტეტებს შორის“, - განაცხადა წალენჯიხის მერმა.
ხარჩილავამ ასევე დეცენტრალიზაციის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, დეცენტრალიზაციის პროცესის დაწყება პრიორიტეტული იქნება.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რეფორმები გავატაროთ. ჩვენ წამოვაყენებთ სხვადასხვა ინიციატივებს დეცენტრალიზაციისთვის, რაზეც მუშაობა უკვე დავიწყეთ. ოპოზიციის გამარჯვებამ გამოიწვია ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესი, ჩვენ ასევე ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე“, - განაცხადა ხარჩილავამ.