სამტრედიაში გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ

სამტრედიაში გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ

16-02-2022, 12:31 - 2022
577
       

სამტრედიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მათი მხარდამჭერები და მოქალაქეები ფასების ზრდას აპროტესტებენ. მათი ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერი წარწერით „ქართული ოცნება აღარიბებს“.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მამუკა ბიბილეიშვილი აცხადებს, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ტყუილებით მოვიდა და ქართველი ხალხი გააღარიბა.

„ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მეტი გამოსავალი ხალხს გარეთ გამოსვლის გარდა არ დაუტოვა. გვახსოვს ყველას ის დაპირებები, რითაც მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, რომ უფასო ფული, განახევრებული დენის ტარიფი, გაზის ტარიფი იქნებოდა  და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის იყო, რომ რუსეთის დავალდებით ხელისუფლებაში მოსულიყო და გაეღარიბებინა ქვეყანა“, - განაცხადა მამუკა ბიბილეიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები