კასპში მოქალაქეები გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ

კასპში მოქალაქეები გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ

16-02-2022, 12:23 - 2022
504
       

კასპში „ნაციონალური მოძრაობა“, მათი მხარდამჭერები და ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ და გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ.

მერიასთან შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ყველაფერზე გაიზარდა ფასი და ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.

„მთავრობა აღარ გვყავს, რომელი სფერო გინდა? ვალუტა ნახე რა დღეშია, ყველაფერი გაძვირდა. მაგათი დღეები დათვლილია, დიდ ხანს ვერ იბოგინებენ“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოქალაქეებს „ქართულმა ოცნებამ“ გაძვირებული ცხოვრების გამო პროტესტის გამოხატვის საპასუხოდ თავისი კოორდინატორები დაახვედრა.

„მსოფლიო კრიზისია, ბიძინა მსოფლიო კრიზისს ვერაფერს ვერ უზამს“, - თქვა მმართველი პარტიის კოორდინატორმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები