რუსთავში 18 წლის გოგონამ 20 წლის გოგო დაჭრა.
შემთხვევა გვიან ღამით, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა.
დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას დაზიანებები სავარაუდოდ, ცივი იარაღით, მუცლის არეში აქვს მიყენებული.
უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. შსს-მ სავარაუდო დამნაშავე, უკვე დააკავა.