სალომე ზურაბიშვილი განცხადებას აკეთებს

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას აკეთებს

15-02-2022, 18:30 - 2022
3 642
       

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 3 პარლამენტარისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზურაბიშვილი წერს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

„დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტმა „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრს, ბადრი ჯაფარიძეს, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრს, შალვა ნათელაშვილსა და „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას მანდატი შეუწყვიტა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები