ჯაფარიძე: მიტაცებულმა სახელმწიფომ უფლებამოსილება შემიწყვიტა

ჯაფარიძე: მიტაცებულმა სახელმწიფომ უფლებამოსილება შემიწყვიტა

15-02-2022, 18:21 - 2022
782
       

„“ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა ჩემი მანდატის შეწყვეტას“, - ამის შესახებ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სადეპუტატო უფლებამოსილება მიტაცებულმა სახელმწიფომ შეუწყვიტა.

„“ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა ჩემი მანდატის შეწყვეტას. ეს მეორედ ხდება ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებაში. პირველად შემიწყვიტა სადეპუტატო უფლებამოსილება სახელმწიფო გადატრიალებამ, ახლა უფლებამოსილება შემიწყვიტა მიტაცებულმა სახელმწიფომ. რა თქმა უნდა, ეს არის შედეგი იმის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში - სახელმწიფო არის მიტაცებული, შესაბამისად, გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება არის უკანონო, უსამართლო და ჩვენი ხალხის საწინააღმდეგო“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები