მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ მუხურჩაში 9 წლის ბავშვი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, გოგონას კბილი ამოუღეს, რის შემდეგაც მას სეფსისი განუვითარდა და 4 დღის განმავლობაში მაღალი სიცხე ჰქონდა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, გოგონას ექიმთან მიყვანამდე, დაახლოებით 10 დღე კბილისა და ყურის ძლიერი ტკივილები აწუხებდა და მაღალი ტემპერატურაც ჰქონდა.