ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიაზე ხეებს ჭრიან - ვიდეო

ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიაზე ხეებს ჭრიან - ვიდეო

11-11-2022, 20:25 - 2022
610
       

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოში, ოკუპირებულ ნაწილში ოკუპანტები ხეებს ჭრიან.
 
სავარაუდოდ ტერიტორიას საგუშაგოს მშენებლობისთვის ამზადებენ:
 
ამ წუთებში ვიმყოფებით კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოში. ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებულ ნაწილში ამ წუთებში რუსი ოკუპანტები აწარმოებენ სამუშაოებს. ბენზოხერხებით ჭრიან ხეებს და ბუჩქნარს, სავარაუდოდ ასუფთავებენ ტერიტორიას შემდგომი მოქმედებებისთვის, სავარაუდოდ, ტერიტორია მზადდება საგუშაგოს მშენებლობისთვის“, - წერს ქაცრავა.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები