ბელარუსის საელჩო ოკუპირებულ აფხაზეთში? - ასლან ბჟანია განცხადებას აკეთებს

ბელარუსის საელჩო ოკუპირებულ აფხაზეთში? - ასლან ბჟანია განცხადებას აკეთებს

10-11-2022, 20:54 - 2022
521
       

„თუკი ბელარუსის სავაჭრო ბრუნვა კონკრეტულ ქვეყანასთან წელიწადში 50 მილიონ დოლარს აღემატება, მაშინ იქ მისი საელჩო იხსნება“, -  ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.
 
მანვე განაცხადა, რომ ბელრუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო მზადაა, უზრუნველყოს ოკუპირებული აფხაზეთისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდების მხარდაჭერა, მათ შორის ლიზინგის სახით.
 
ბელარუსი ახორციელებს დიდ პროექტს ოჩამჩირის რეგიონში, რომელიც ბევრად აღემატება 50 მილიონ დოლარს. ვფიქრობ, ამ დროისთვის ჩვენ მივიღებთ ჩვენი ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტებს. თუკი ბელარუსის სავაჭრო ბრუნვა კონკრეტულ ქვეყანასთან წელიწადში 50 მილიონ დოლარს აღემატება, მაშინ იქ მისი საელჩო იხსნება“, - აღნიშნა ბჟანიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები