კრიმინალების თავდასხმა ლენტეხის მერიაზე - რა მოხდა სვანეთში?

კრიმინალების თავდასხმა ლენტეხის მერიაზე - რა მოხდა სვანეთში?

2-11-2022, 22:39 - 2022
702
       

ქვემო სვანეთში, ლენტეხის მერის კაბინეტი ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს და ცეცხლი გააჩინეს.

დეტალების გარკვევის დროს გამოაშკარავდა საინტერესო ფაქტი.

არის ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანიის მეპატრონესა და ლენტეხის მერს, გიორგი ონიანს შორის დაპირისპირება იყო.

ასევე გავარკვიეთ, რომ აღნიშნულმა კომპანიამ ლენტეხის მერიის მიერ ბოლოს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვება ვერ მოახერხა.

გიორგი ონიანი კი ლენტეხში ორი დღეა არავის უნახავს. ოფიციალური ინფორმაციით, ის თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ გიორგი ონიანი მერად ყოფნის პერიოდში წინ აღუდგა ტენდერების მოგების დროს დამკვიდრებულ მავნე ტენდენციებს. ეს ფაქტი არ მოეწონათ ადგილობრივ კრიმინალებს და ონიანს გამაფრთხილებელი სიგნალი მისცეს. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები