რუსთავში მგლების შემოსევაა - მტაცებელმა ქალი დაგლიჯა

რუსთავში მგლების შემოსევაა - მტაცებელმა ქალი დაგლიჯა

31-10-2022, 00:29 - 2022
1 582
       

რუსთავში მგელმა 77 წლის ქალი დაგლიჯა. 


ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ შემთხვევა სასაფლაოების ტერიტორიაზე, ეკლესიის მიმდებარედ მოხდა.

დაშავებული ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება გაეწია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გამოცემის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. არსებული ინფორმაციით, აგრესიული მგლის განეიტრალებმა სამართალდამცავება ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოახერხეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები