ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის მილში ჩვილის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ქალმა ბინაში იმშობიარა. მან ჩვილი, სავარაუდოდ, თავიდან მოშორების მიზნით, საკანალიზაციო მილში ჩააგდო.
„კანალიზაციის მილმა წყალი არ გაატარა მოიყვანეს სპეციალისტი. გაწმენდის დროს ახალშობილი იპოვეს. ვინ ჩაიდინა და ან ვინ შეიძლება იყოს მშობელი არ ვიცით“, - განაცხადა ადგილობრივმა მედიასთან საუბრისას.