რუსთავში ავტომობილი დედას და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა.
"ინფო რუსთავის" ცნობით, შემთხვევა, ფანცულაიას ქუჩაზე მოხდა.
გამოცემა წერს, რომ ოპელის მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა. 30 წლამდე ქალს ხელში 7 თვის ჩვილი ეჭირა, ასევე ახლდა 7 წლის ბავშვი.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.
არსებული ინფორმაციით, პაციენტები, მოტეხილობებითა და დაბეჟილობებით, თავდაპირველად კლინიკა "რუსთავში" შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.