კახეთში ძმამ და მოკლა.
შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანი-ჯუგაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე წუხელ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი ეჭვიანობა გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიცია ამბობს, რომ კაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.
უწყების ცნობით, მას ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.