ქარელის მერიამ რეაბილიტაცია ჩაუტარა წყაროს, სადაც წყალი არ მოდის

ქარელის მერიამ რეაბილიტაცია ჩაუტარა წყაროს, სადაც წყალი არ მოდის
25-10-2022, 11:29 - 2022
479

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, მერიამ გაარემონტა წყარო, საიდანაც წყალი არ მოდის.
 
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია „მოზაიკა“ ავრცელებს.
 
ადგილობრივების თქმით, დაშრობის მიზეზი ის ჭაბურღილია, რომელიც სკოლის ეზოში გაკეთდა.
 
მერიაში კი ამბობენ, რომ სკოლის ეზოში ჭაბურღილი თავად სკოლამ გააკეთა. გარდა ამისა, მათივე თქმით, წყაროს რეაბილიტაციის დროს წყალი მოდიოდა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა