დმანისის მუნიციპალიტეტში მიწისძვრის შედეგად სკოლის შენობა და 20-მდე სახლი დაზიანდა.
ამასთანავე, სოფელ განთიადის სკოლას ბზარები გაუჩნდა. აღნიშნულის გამო, სკოლა ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავა და ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა.
ექსპერტიზის შემდეგ უნდა გაირკვეს, დაექვემდებარება თუ არა სკოლა რეაბილიტაციას. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზა დემონტაჟის შესახებ დასკვნას დადებს, მოსწავლეები და მასწავლებლები მეზობელი სოფლების სკოლებში გადანაწილდებიან.
გარდა ამისა, დმანისში დილიდან მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია. ზარალს ხელისუფლება აუნაზღაურებს.