ადეიშვილის უკრაინული აღზევება - ყოფილი გენპროკურორი მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა

ადეიშვილის უკრაინული აღზევება - ყოფილი გენპროკურორი მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა

19-10-2022, 23:57 - 2022
1 266
       

ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი გენპროკურორი და ქართული მართლმსაჯულებით შვიდ საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი უკრაინის სახელით სტრასბურგში შეხვედრებს მართავს. 
 
ისიც ცნობილი გახდა, რომ შეხვედრებზე ადეიშვილი ევროსასამართლოს იურისტს ნათია ჯაფარიძეს დაჰყავს. 
 
აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არც ჯაფარიძეს გაუკეთებია და არც თბილისში ევროსაბჭოს ოფისს. თუმცა ფაქტს გამოეხმაურნენ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრები.
 
ადეიშვილის ყოფილმა თანაგუნდელებმა განაცხადეს, რომ ფაქტი აღნიშნავს იმ უნდობლობას ქართული მართლმსაჯულებისადმი, რაც ევროპას აქვს. მმართველ გუნდში კი უკრაინის ამ ნაბიჯს შავ იუმორად აფასებენ. 
 
როგორც „ქართული ოცნება“ ამბობს, ადეიშვილი ძებნაშია და მის შესახებ სრულ ინფორმაციას ევროპელ პარტნიორებს უმოკლეს დროში მიაწვდიან.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები