დმანისის მერი მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

დმანისის მერი მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

14-02-2022, 00:44 - 2022
576
       

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის კობა მურადაშვილის ინფორმაციით, სოფელ სამებაში მომხდარ 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრას მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნგრევა არ გამოუწვევია.

ჯერჯერობით არსად არაფერი მომხდარა, მშვიდობაა, ჩვენი მუნიციპალიტეტი ეპიცენტრი კი იყო, მაგრამ ნგრევა არსად ყოფილა. 

ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ გვაქვს“, - განაცხადა კობა მურადაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, რომ თბილისის დროით 22:25 საათზე სოფელ სამებასთან 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. 

თავდაპირველი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.8 მაგნიტუდა იყო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები