საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ძლიერი ბიძგები დაფიქსირდა რამდენიმე ქალაქში ერთდროულად.
ბიძგები იგრძნობოდა თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.
მათივე ცნობით, მიწისძვრის სიდიდემ 6.2 მაგნიტუდი შეადგინა.