სოფელ ახალქალაქში კაცმა მეზობელი ნაჯახით მოკლა.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული გ.ა. დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, ურთიერთშელაპარაკებისას, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა თანასოფლელს - 1976 წელს დაბადებულ ა.ს.-ს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს