ბათუმში შუალედურ არჩევნებზე კენჭს გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე იყრის.
აღნიშნულის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
„ჩვენ ყველანი მივყვებით ბრძოლაში მათე ფუტკარაძეს და ამით გვინდა დავამტკიცოთ, რომ ვერც შანტაჟი, ვერ მოსყიდვა, ვერც ძალადობა, ვერც სიკვდილი ვერ გაიმარჯვებს სამართლიანობაზე. როგორც არასდროს ვარ დარწმუნებული, რომ 2 აპრილს ღირსება გაიმარჯვებს, როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ, რომ მათე ფუტკარაძე გაიმარჯვებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.