ხაშური-სურამის გზაზე ავარიის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა

ხაშური-სურამის გზაზე ავარიის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა

12-02-2022, 16:31 - 2022
1 698
       

ხაშური-სურამის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მათგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა.

წინასწარი ინფორმაციით, ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსი ავტობანის შემოვლით გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც ის ხაშური-სურამის მონაკვეთზე გადავარდა. 

ავარიის შედეგად მიკროავტობუსში მყოფმა ყველა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები