გორის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი დამნაშავედ ცნო და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ზ. ძალადობით, ძალადობის მუქარითა და ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვან დაზარალებულს სხვადასხვა დროს აუპატიურებდა.
„გორის საქალაქო სასამართლომ გ.ზ.დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.