წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი, გია ხარჩილავა „ტვ იმედის“ მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას ცილისწამებაში ადანაშაულებს.
ხარჩილავა წერს, რომ არცერთი საჯარო თანამდებობის პირი წალენჯიხაში პოლიტიკური ნიშნით არ გათავისუფლებულა.
„ტელეკომპანია „იმედის“ ცილისწამება! აღნიშნულმა ტელეკომპანიამ ჩემთან ინტერვიუს შემდეგ მოახერხა ამ სახით წარმოჩენა, როგორც პოლიტიკური ნიშნით რეპრესიების ავტორის.
არცერთი ს ა ჯ ა რ ო თანამდებობის პირი წალენჯიხაში პოლიტიკური ნიშნით (მეტიც საერთოდ) არ გათავისუფლებულა. ეს იმ ფონზე, როცა იგივე წალენჯიხაში 2012 წლის ცვლილებების შემდეგ, პოლიტიკური ველის სრული მოსუფთავება დაიწყო!
ჩვენ დემოკრატიის მაღალი სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ!
საგულისხმოა ის, რომ „იმედის“ ტექსტი უცნაურად და ზუსტად დაემთხვა ბ-ნ სოზარ სუბარის პრესკონფერენციის პარალელურ ცილისწამებას, რაც მაძლევს დასკვნის აუცილებლობას -ტელეკომპანია და ხელისუფლება მოქმედებენ უნისონში ერთადერთი ოპოზიციური თვითმმართველობის წინააღმდეგ!
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ჩემი, როგორც მერის, თანამშრომლობა აღნიშნულ ტელეკომპანიასთან არ გაგრძელდება”, - წერს გია ხარჩილავა.