გეგუთის ციხეში ეპიდაფეთქებაა

გეგუთის ციხეში ეპიდაფეთქებაა
11-02-2022, 17:22 - 2022
494

მე-14 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ეპიდაფეთქებაა, - ამის შესახებ განცხადებას პატიმართა უფლებადამცველები აკეთებენ.

ადვოკატ ნათია ჩხეტიანის ინფორმაციით, მე-14 დაწესებულებაში კორონავირუსი 90 პატიმარს დაუდასტურდა. მისი თქმით, „კოვიდ-19“ გავრცელებულია ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაშიც.

„დღეს მე-14 დაწესებულებაში 90 პატიმარს დაუდასტურდა კორონავირუსი. რაც შეეხება ქუთაისის მე-2 დაწესებულებას იქაც გავრცელებულია. მე პირადად 2 დღის წინ გამოვიყვანე ბრალდებული შეხვედრაზე და მითხრა, რომ დამიდასტურდა ვირუსი, ვერ ვსუნთქავ და არ არის პრეპარატი შესაბამისიო. დავუკავშირდი ექიმს, მოვახერხე და მერე გუშინ დამირეკა, შედარებით უკეთ ვარო. ძალიან რომ მოინდომონ უკვე ფიზიკურად ვეღარ გადაიყვანენ პატიმრებს, იმიტომ, რომ ამდენი ადგილი არსად იქნება და უწევთ გარისკვა მათი სიცოცხლის ხარჯზე“, - განაცხადა ნათია ჩხეტიანმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა