ქობულეთის საკრებულოში ხმაურია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას კვლავ მოითხოვენ.
ისინი უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით პასუხებს ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ. ოპოზიციის განცხადებით, ქობულეთში „კრისტალ ბილდინგი“ სასტუმროს კანონის დარღვევით აშენებს.
საკრებულოსთან, ისევე როგორც წინა შემთხვევებში, სამართალდამცველებს კორდონი აქვთ მოწყობილი და ოპოზიციასა და მედიის წარმომადგენლებს შენობაში არ უშვებენ.