კახეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი

კახეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი

11-02-2022, 12:24 - 2022
662
       

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონდოლის ფერმაში დასაქმებული ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ადგილობრივების განცხადებით, გუშინ გვიან ღამით კამათის ხმა გაიგო. მისი თქმით, ურთიერთშელაპარაკებისას ორი ადამიანის ხმა ისმოდა.

„მე რომ ცხვარი მომიდიოდა, ყვირილის ხმა იყო, არ ვიცი თხებს ეჩხუბებოდა თუ რა იყო. მე მგონი, რაღაც კამათი ჰქონდათ. წამოვედი და დილით გავიგე, რომ დაუხოციათო. უფრო 2 კაცის ხმა იყო, ვინ და ვინ იყო, არ ვიცი“, - აცხადებს ადგილობრივი. 

გავრცელებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსად მუშაობდა. შესაძლოა, სწორედ მას მოსვლოდა კონფლიქტი ცოლ-ქმართან, მათთვის ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიეყენებინა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები