„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიგა შუშანიას განცხადებით, ქუთაისის მერი და მერია ქუთაისელების ფულის ფლანგვას კვლავ აგრძელებს.
მისი თქმით, მერიამ 57 ათას ლარად შეიძინა ავტომობილი, რომლის რემონტზეც ორ თვეში 6 136 ლარი დახარჯეს.
„მაშინ, როდესაც უამრავი ქუთაისელი იბრძვის იმისთვის, შიმშილისგან გადაარჩინოს ოჯახი გაზრდილი ფასებისა და გაორმაგებული კომუნალურების გამო, ქუთაისის მერი და მერია კვლავ აგრძელებს ქუთაისელების ფულის ფლანგვას. გვაქვს დოკუმენტები, სადაც წერია, რომ ქუთაისის მერმა ერთ-ერთი აიპისთვის 57 ათას ლარად შეიძინა ავტომობილი და ეს იყო გაუმართავი, რადგან 6 136 ლარი დახარჯეს ამ ავტომანქანის რემონტზე“, - განაცხადა გიგა შუშანიამ.