თელავის მუნიციპალიტეტში ცოლ-ქმარი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტში ცოლ-ქმარი მოკლეს

11-02-2022, 11:34 - 2022
781
       

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონდოლში გუშინ გვიან ღამით, ცოლ-ქმარი მოკლეს.

დანაშაული სოფლიდან მოშორებით, რამდენიმე კილომეტრში მდებარე საქონლის ფერმაში ჩაიდინეს. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები