გორში, სოფელ ორთაშენთან გარდაცვლილი ჯარისკაცის, შალვა ტაბატაძის ოჯახის ინფორმაციით, სამხედრო პირველადი ვერსიით უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
ჯარისკაცის და აცხადებს, რომ მანქანა და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, მძღოლი ხიდიდან გადავარდა.
„ჩვენი ვერსიით, მოხდა უბედური შემთხვევა. მანქანა დაეჯახა ტრაილერს და გადავარდა მძღოლი ხიდიდან. ჩემი ძმა მართავდა მანქანას. მას მანქანა ჰყავდა, მაგრამ ეს სხვისი მანქანა იყო. არ ვიცი ხიდის ქვეშ როგორ აღმოჩნდა. ამბობენ, რომ ავარიის დროს გადავარდა ორი მანქანა“, - განაცხადა გარდაცვლილი სამხედროს დამ.