ბებო, რომელიც ქუთაისში სარდაფის ჩასასვლელში ცხოვრობდა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

ბებო, რომელიც ქუთაისში სარდაფის ჩასასვლელში ცხოვრობდა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

11-02-2022, 10:33 - 2022
738
       

ბებო, რომელიც ქუთაისში, ჭავჭავაძის 44 ნომერში არსებულ ერთ-ერთი სარდაფის ჩასასვლელში ცხოვრობდა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, შემოწმდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემდეგ თავშესაფარში გადაიყვანენ.

„ბებო, რომელიც ქუთაისში, ჭავჭავაძის 44 ნომერში არსებულ ერთ-ერთი სარდაფის ჩასასვლელში, ყველასგან მიტოვებული იყო ამ წუთებში გადაჰყავთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც შეამოწმებენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შემდეგ კი გადაიყვანენ ბანოჯაში არსებულ თავშესაფარში. ეს ყველაფერი საზოგადოების აქტიურობის დამსახურება. ხელისუფლებას მინდა მივმართო, თავი დაანებეთ საკუთარ კომფორტზე ზრუნვას და გაჭირვებულ ადამიანებზე იზრუნეთ. ერთგული ძაღლები წამითაც არ ტოვებდნენ ბებოს“, - წერს თედო მესხი სოციალურ ქსელში.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები